რატომ ჩვენ? თუნდაც იმიტომ, რომ

„ჩვენთან ტერორისტები მიზანს არ აცილებენ“

და კიდევ ძალიან ბევრი სხვა მიზეზის გამო: მხოლოდ ჩვენთან:
  • არის ინტერნეტი: ვები, ელ–ფოსტა, ჩატები;
  • არის კლუბი;
  • არის სწავლება;
  • არის კომპიუტერების სერვისი;
  • არის პროგრამირება;
  • არის უახლესი ქსელური თამაშები;
  • არის ქსელურ თამაშებზე გათვლილი უახლესი კომპიუტერული ტექნიკა და ქსელური აპარატურა. თაგვისა და კლავიატურის ყველა კლავიში, ყველა ყურსასმენი გამართულად მუშაობს;
  • არის სტაბილურად მომუშავე კლუბი: ჩვენ მე–5 წელია ვთამაშობთ. ჩვენთან ვერ გაიგონებთ სიტუაციას „დღეს დენი არ გვაქვს“, „დღეს კომპიუტერი დაიწვა“, „დღეს ქსელს ვასწორებთ“, „მანდ არ შეხვიდე“, „იმას ხელი არ მოკიდო“ და სხვა.;
  • სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მოსახერხებელს ხდის ოპერატორისა და მოთამაშის ურთიერთობას: თამაშის ხანგრძლივობა ოპერატორის გუნება–განწყობილებაზე არაა დამოკიდებული. ინდივიდუალური კოდები კი საშუალებას იძლევა კლუბის წევრმა დამსახურების მიხედვით მიიღოს დამატებული საათები;
  • კლუბის წევრებისათვის კომპიუტერის შესწავლა უფასოა;
  • ტარდება ჩემპიონატები ქაუნთერ სტრაიკში, Age of Imperies და სხვა თამაშებში;
  • არის ინტერნეტ კლუბისთვის დამახასიათებელი რბილი ავეჯი, მაგიდები... მხოლოდ ჩვენს კლუბში დგას კომპიუტერი კომპიუტერის მაგიდაზე, ხოლო ყავა ბარის მაგიდაზე :)
  • კლუბის წევრებისთვის ყავა და სხვა მატონიზირებელი სასმელები უფასოა;
  • მხოლოდ ჩვენთანაა კომპიუტერების დიდი რაოდენობა (მალე)
  • მხოლოდ ჩვეთან შეგიძლიათ მანქანის საჭით ისარგებლოთ (მალე)
  • მხოლოდ ჩვენთანაა გამოყოფილი სერვერი ქაუნთერ სტრაიკში (მხოლოდ კლუბის წევრებისათვის)
  • მხოლოდ ჩვენს კლუბს აქვს საკუთარი ვებ საიტი ინტერნეტში
  • მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი უახლესი კინოფილმებისა და კლიპების ყურება, უამრავი MP3 და გასართობი ხასიათის კლიპები
  • მხოლოდ ჩვენი კლუბის წევრებს ემსახურებიან პროფესიონალი ოპერატორები
  • მხოლოდ ჩვენი კლუბის წევრებს ელით სიურპრიზები დაბადების დღეებზე
  • მხოლოდ ჩვენთან შეხვდებით პროფესიონალ ძაღლებს, რომლებთან ბრძოლა ყველა ტერორისტს ჭეშმარიტ სიამოვნებას მიანიჭებს
  • ეს წერტილები კი მალე შეივსება
  •   მანამდე კი შეგიძლიათ დაუბრუნდეთ

(c) www.oboba.ge. 2002-2010 წ. ამ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება საიტის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.